მრავალფეროვნების სკოლა ყოველთვის ცდილობს განათავსოს პროგრამასთან დაკავშირებული ზუსტი და განახლებადი ინფორმაცია ვებსაიტზე.
მრავალფეროვნების სკოლის ვებსაიტი, ყველა მისი ელემენტის, ტექსტისა და სურათის ჩათვლით დაცულია საავტორო უფლებებით. ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენება გარდა შესაბამისი საავტორო კანონმდებლობით მკაცრად გათვალისწინებული საზღვრებისა, წინასწარი თანხმობის გარეშე აკრძალულია, ისევე როგორც ამ ინფორმაციის მესამე პირისათვის მიყიდვა.
მადლობას გიხდით, რომ ესტუმრეთ მრავალფეროვნების სკოლას და დაინტერესდით ჩვენი პროგრამით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტის სტუმრობისას თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვას და ამიტომაც გვსურს ავხსნათ თუ რატომ ვაგროვებთ მონაცემებს, რომელ მონაცემებს ვაგროვებთ და რა მიზნით.
როდესაც თქვენ სტუმრობთ მრავალფეროვნების სკოლის ვებსაიტს, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმას თუ რომელი ინტერნეტ-პროვაიდერით სარგებლობთ, რომელი ვებ-გვერდიდან გადმოხვედით ჩვენს გვერდზე და რომელ განყოფილებებს ესტუმრეთ. ამ მონაცემთა დამუშავება ხდება სტატისტიკური მიზნებისთვის, თქვენ კი რჩებით ანონიმურ მომხმარებლად ამ სტატისტიკაში.
თუკი არ მიეთითება სხვაგვარად, თქვენ მიერ განაცხადის, მოთხოვნის ან საგრანტო განაცხადის შემოტანის დროს მოწოდებული ინფორმაცია ინახება ელექტრონული ფორმით შემდგომი შეტყობინების მიღებამდე და გამოიყენება თქვენი მოთხოვნის დამუშავების მიზნით.
მრავალფეროვნების სკოლის ვებსაიტის სტუმრობისას შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ თქვენი მოთხოვნის დამუშავების მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირს..
თქვენთვის ამომწურავი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, ჩვენი ვებსაიტი შეიცავს სხვა პროვაიდერების ვებ-გვერდებთან დაკავშირებულ ბმულებს. ჩვენ არ ვახდენთ გავლენას ასეთი გვერდების შინაარსსა და დიზაინზე ან იმაზე, შეესაბამება თუ არა ეს გვერდები მონაცემთა დაცვის შესაბამის რეგულაციებს.