კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მრავალფეროვნების სკოლაში!

2018 წლის მრავალფეროვნების სკოლაში განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. განაცხადი და აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ. ველით თქვენს აპლიკაციებს 22 ივნისამდე. 

მრავალფეროვნების სკოლა არის საგანმანათლებლო, აქტიური მოქალაქეობის პროგრამა, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

პროგრამას სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას, დემოკრატიის განმტკიცებას, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, არიან ცვლილებების ინიციატორები თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში.

მრავალფეროვნების სკოლას ახორციელებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა, რომელიც პროგრამა Theodor-Heuss-Kolleg-ის ფარგლებში თანამშრომლობს გაერთიანება MitOst-თან. პროგრამა დაფინანსებულია Robert Bosch Stiftung-ის მიერ.

 

მრავალფეროვნების სკოლა არის პროგრამა Joint Civic Education-ის პროდუქტი, რომელსაც ათწლიანი ისტორია აქვს საქართველოში.

თუ გსურთ, თავად ნახოთ, როგორ მუშაობდა Joint Civic Education, გადადით ბმულზე.